“ოცნების“ წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ ევროპაში თავისუფლად სიარულს-ანა წითლიძე
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ფიქრობენ სანქციების გაფართოებაზე- ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ანა წითლიძე დიპლომატიური ვიზების შეჩერებას.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია „ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყანას აკარგვინებენ თავისუფლებას და ევროპულ მომავალს, დასანქცირდნენ და მათი მიმოსვლა ევროპაში იყოს შეზღუდული.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად ევროკავშირის მხრიდან არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების გაუქმება უნდა იყოს, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ უნდა იცოდნენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ ევროპაში თავისუფლად სიარულს, ვერც მათი ოჯახის წევრები და შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს თითოეული მათგანის დასანქცირება ისე, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ მოგზაურობას.
ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ფიქრობენ სანქციების გაფართოებაზე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იქნება, რომ „ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყანას აკარგვინებენ თავისუფლებას და ევროპულ მომავალს, დასანქცირდნენ და მათი მიმოსვლა ევროპაში იყოს შეზღუდული.“- განაცხადა ანა წითლიძემ