ღარიბაშვილმა დააფიქსირა, რომ ვინაიდან სააკაშვილი ეწევა პოლიტიკურ აქტივობას, დააპატიმრეს - კონდახიშვილი

04.10.21 16:09
ღარიბაშვილმა დააფიქსირა, რომ ვინაიდან  სააკაშვილი ეწევა პოლიტიკურ აქტივობას, დააპატიმრეს - კონდახიშვილი

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი პრემიერმინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. კონდახიშვილის თქმით, ღარიბაშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ  სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმება მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. 

გუშინ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, ეს იყო კლასიკური მაგალითი, უპრეცედეტო. პირდაპირ ღარიბაშვილმა დააფიქსირა, რომ ვინაიდან მიხეილ  სააკაშვილი ეწევა პოლიტიკურ აქტივობას, იგი დააპატიმრეს, ფაქტობრივად ეს არის კლასიკური მაგალითი, რომ პრეზიდენტი დაჭერილია იმის გამო, რომ იგი არის პოლიტიკურად მიუღებელი და ხორციელდება პოლიტიკური დევნა", - თქვა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის შესახებ  "იმედის" ეთერში შემდეგი განცხადება გააკეთა: „წესიერად მოიქცეს, თორე დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ".

 

მსგავსი სიახლეები