წულუკიანის კომისია დათანხმდა, გიორგი გახარია სხდომას დისტაციურად ჩაერთოს
წულუკიანის კომისიამ გიორგი გახარიას მისცა საშუალება, 2 ივლისს სხდომას დისტანციურად ჩაერთოს და ჩორჩანას საქმეზე ჩვენებას მისცეს. ამასთან, არსებობს ერთი დათქმა: პოლიტიკოსმა "სიგნალი" არ უნდა გათიშოს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს კომისიის სხდომაზე ისაუბა.
სიმართლე უნდა ითქვას, ბატონი გიორგი გახარია წერს და წერს. იხვეწება, რომ ჩამრთეთ. პასუხისმგებლობა ავაღებინოთ, რომ ეს იქნება დისტანციური, გამართული კავშირი და ინფორმაციის მიღებაში ჩვენ ხელი არ შეგვეშლება, - თქვა სხდომაზე თეა წულუკიანმა.
კომისიის წევრების თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გახარია კომისიასთან თანამშრომლობაზე უას არ აცხადებს.
ბატონ გახარიას კომისიასთან თანამშრომლობაზე არ უთქვამს უარი. აქ ეს სხვაობა შეიძლება, დავინახოთ. უნდა მიეცეს მას შესაძლებლობა, რომ ჩართვით თუნდაც, კომისიაზე უპასუხოს იმ კითხვებს, რომელიც თითოეულ ჩენთაგანს გაგვაჩნია, - თქვა ალექსანდრე ტაბატაძემ.
შეგახსენებთ, რომ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მინდობილი პირი, ჯონი ტოჩინავა წულუკიანის კომისიას წერილით მიმართავს, სადაც გახარია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, 2 ივლისის სხდომაზე კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.