შიმშილობის მეექვსე დღე აქვს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე
,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის, ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკვე მეექვსე დღეა, რაც შიმშილობს, იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და თავს კარგად გრძნობს.
ძალიან კარგ ხასიათზეა, ბრძოლის უნარიანია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ არის ადვილი, როცა მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და არის რუსეთის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული, აგრძელებს შიმშილობას, შიმშილობის მექვსე დღეა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის.
მეორე ტურებზე ვესაუბრე და არა თუ მომხრეა, არამედ აუცილებლადაც მიიჩნევს, რომ გავიდეთ, ვიბრძოლოთ და ჩვენი ბრძოლით შევქმნათ რეჟიმის წინააღმდეგ რეალური პლატფორმა, ის ძალიან მალე იქნება თავისუფალი,
ერთად ვიყავით, როცა ესმოდა შეძახილები და მანქანების ხმაური, ეზოს მხარესაა მისი ფანჯრები და ესმოდა ყველა ეს შეძახილი - ამბობს ხატია დეკანოიძე.