ხაბეიშვილი: ივანიშვილს ლილუაშვილი შიდა პატიმრობაში ჰყავს, კრიმინალები კი გომელაურის დაკითხვას განაგრძობენ
“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი “ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე წერს და აცხადებს, რომ “ივანიშვილს გრიგოლ ლილუაშვილი შიდა პატიმრობაში ჰყავს, ხოლო კრიმინალები ვახტანგ გომელაურის დაკითხვას განაგრძობენ.“
მისივე ინფორმაციით, “ლილუაშვილს აკრძალული აქვს საჯარო სივრცეში გამოჩენა და ქვეყნიდან გასვლა.“
გრიგოლ ლილუაშვილი შიდა პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს - აკრძალული აქვს საჯარო სივრცეში გამოჩენა და ქვეყნიდან გასვლა.
კრიმინალები ვახტანგ გომელაურის დაკითხვას განაგრძობენ და პერიოდულად იბარებენ სხვადასხვა თემაზე - მოპარულ ფულს თვლიან, რომ ბიძინასთვის ამოიღონ.
მისი "დაკაჩავება" წარმატებულია და ბიძინასგანაც მწვანე აქვთ.რიგით ქოცებს როგორ მოგისვრით იფიქრეთ - ამათ რა დღეში აგდებს და თქვენ?! -წერს ლევან ხაბეიშვილი.
განახლება: "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ "ქართულ ოცნებაში" არსებულ შიდა დაპირისპირებაზე კომენტარი "პირველებთანაც" გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
დაჯარიმებული ლილუაშვილი, რომელსაც უთხრეს, რომ შენ ახლა 100 მლნ დოლარს მოიტან, ჯერ-ჯერობით ეს თანხა არ ჩანს და შესაბამისად, ლილუაშვილს აკრძალული აქვს სახლიდან გამოსვლა, ქვეყნიდან გასვლა და საჯარო სივრცეში რამე მოძრაობა, ფაქტობრივად ჩაკეტილი ჰყავს, ისევე როგორც რიჟვაძე, რომელსაც 300 მლნ აქვს მისატანი და გადანაწილება მოითხოვა, რომ რაღაც სესხს სახით მიიტანოს, მასაც აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა. ღარიბაშვილი არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ჯიბე, რომეო მიქაუტაძე დააკავეს და ეს ამბები, რაც შიგნით ხდება და კობახიძე, მდინარაძის ხელით ფაქტობრივად გადატრიალებაა, ისიც უნდა ესმოდეს შიგნით „ოცნებას“, რომ მდინარაძე არის დაწინაურებული ახლა ივანიშვილის კარზე და მას მიაქვს ენები, რადგან კობახიძე რაღაცნაირად ცდილობს, რომ კალაძეს ხელი დააფაროს, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეიქმნას მდინარაძე გადაიქცა მთავარ ენის მიმტანად, შავ ბუღალტერიად. კალაძესაც უნდა ესმოდეს, რომ მასაც ძალიან მალე დაუდებენ კონკრეტული თანხის მოთხოვნას. რაც შეეხება გომელაურს, ამდენი წელი ის შს მინისტრი იყო და კრიმინალებს მიუგდო საჯიჯგნად და პერიოდულად იბარებენ. მოკლედ რომ ვთქვათ დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა