როგორ ჩაიკეტა სასამართლოს კარი მედიისთვის - რა დგას გადაწყვეტილების მიღმა?

30.06.25 20:18
როგორ ჩაიკეტა სასამართლოს კარი მედიისთვის - რა დგას გადაწყვეტილების მიღმა?

13 წლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" მედიას სასამართლოს კარი დაუკეტა. მედიამ, დღეს, პირველად ვერ შეძლო სასამართლო პროცესის გაშუქება. გადამღები ჯგუფები სამსახურებრივ მოვალეობას საქალაქო სასამართლოს ჭიშკართან ასრულებდნენ. 

სასამართლოში ეს რეალობა მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლო სხდომები სატელევიზიო კამერებისთვის დაიხურა. დღეს, სინდისის 11 პატიმრის საქმეზე - 4 მოწმე გამოჰკითხეს, თუმცა მედიამ ვერც ერთის ჩვენება ვერ შეძლო. 

დღეს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს შანსი ჰქონდა პრეცედენტული გადაწყვეტილება მიეღო, არ დაეშვა რომ სხდომები მედიისა და საზოგადოებისთვის დახურული ყოფილიყო. დაცვის მხარე დღეს სასამართლოს უხსნიდა, რატომ იყო აუცილებელი სხდომის გაშუქება, თუმცა მსაჯულს არაფერი ესმოდა. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები