წულუკიანის მეორე წრე - ვინ ელოდება განმეორებით ბრალის წარდგენას?
ციხეში გაშვებული ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ თეა წულუკიანი პროკურატურას ახალი გამოძიების დაწყებას სთხოვს. მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას და გიორგი ვაშაძის საქმეები წულუკიანმა ახალ პროკურორს, დღეს, მას შემდეგ გადაუგზავნა, რაც "ქართლი ოცნება" ციხეში გაშვების მიუხედავდ არცერთმა ლიდერმა არ აღიარა.
კომისია, რომელთან არ თანამშრომლობის გამო პოლიტიკოსებს სჯიან, იურისტების შეფასებით უკანონოა.
ოპოზიციის სამი ლიდერის წინააღდეგ "ქართული ოცნება" გამოძიების დაწყებას მეორედ ითხოვს, გიორგი გახარიასთან კი დღეს დათმობაზე წავიდა. ის რაც წარმოუდგენელი იყო წინა კვირას, ახლა შესაძლებელი გახდა, თეა წულუკიანის კომისიის წევრები ამბობენ, რომ გახარიას წერილებით რომელსაც მათ უგზავნიდა აღიარება და თანამშრომლობის სურვილი დაინახეს და ამიტომ დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემენ.