ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელია (ვიდეო)
"ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია მიხეილ სააკაშვილი", - ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 -ე დაწესებულებასთან სააკაშვილის მხარდამჭერებს მიმართა და ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს მიესალმა.
მე მინდა, მივესალმო მიხეილ სააკაშვილს დიდი პატივისცემით , სიყვარულით და მინდა, მხნეობა ვუსურვო, რომელიც მას არ აკლია. ის არის ბედნიერი ადამიანი, რომ აქვს პატივი რომ იყოს იქ, სადაც არის და იცოდეს, რომ მისი თავგანწირვით და მისი თავდადებით ბევრი რამე შეიცვლება ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ. დიდი მადლობა მას ამისთვის, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, ბევრს სჯეროდა. არაფერი არ უშლიდა, არავინ აძალებდა მიშას, რომ ჩამოსულიყო და შესულიყო იქ, მაგრამ ყველაზე მეტად თავისუფალია, ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ ოპოზიციის წევრები.