ირაკლი დგებუაძის შემდეგ სკანდალში მისი მეგობარი ქალიც ეხვევა - რა მოხდა ბათუმში

30.06.25 20:45
ირაკლი დგებუაძის შემდეგ სკანდალში მისი მეგობარი ქალიც ეხვევა - რა მოხდა ბათუმში

ღამის კლუბი, სადაც გამოძახების მიუხედავად, პოლიცია არ შედის, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარ გოგოს ეკუთვნის. კადრებში, რომელიც მოქალაქე ნინო კაჭკაჭიშვილმა გადაიღო, ჩანს, რომ ათობით სამართალდამცავი, იმის ნაცვლად, რომ დილის 4-ის ნახევარზე, ხმაურით შეწუხებული მოქალაქეების პრობლემას აგვარებდეს, დგებუაძესთან თანაცხოვრებაში მყოფი ქალბატონის კლუბს ახლოსაც არ ეკარება.

მოქალაქე, ნინო კაჭკაჭიშვილი, ვინც ხმაურის გამო მარიკა გერლიანის კლუბში პოლიცია გამოიძახა, ამბობს, რომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში მუქარის მსხვერპლი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის მიმდებარედ ბათუმის პოლიციის უფროსი და მისი მეგობარი ქალი ერთად გამოჩნდნენ, დგებუაძემ აივანზე მყოფი მოქალაქე დააფიქსირა, ქალმა კი კაჭკაჭიშვილს აგინა.

პოლიციის რეაგირება არც მუქარას და გინებას მოჰყოლია.

მარიკა გერლიანი ბრალდებებს უარყოფს - ირაკლი დგებუაძის მეგობარი გოგო, "პირველებთან" ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი ხმაურით შეწუხებული მოქალაქისგან თავად გახდა.

ინფორმაცია, პოლიციის უფროსის მეგობარი ქალის ღამის კლუბის სკანდალთან დაკავშირებით გამოცემა "ბათუმელებმა" გაასაჯაროვა.

დგებუაძის საცოლის სკანდალი - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები