Freedom House: ღრმად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებით
Freedom House-ი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა დაკავებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელ სტანდარტებს კიდევ უფრო აშორებს.
ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, რაც, მოიცავს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიზანმიმართულ დასჯას ქვეყნის ახლად მიღებული "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის შესაბამისად.
ეს ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელ სტანდარტებს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე - ნებისმიერი ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი," - წერს Freedom House-ი.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე პოლიტიკოს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც. ამასთან, სასამართლომ, ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო 7-თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.