“როგორ ვამარცხებთ კრემლის მხარდამჭერ რეჟიმს” - არმაზ ახვლედიანის კითხვა ოპოზიციას და პასუხი ივანიშვილის გეგმებზე
პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს აფასებს და ამბობს, რომ ის როგორც პროევროპული აქციების მონაწილე ითხოვს ორ მთავარ კითხვაზე პასუხს, რომელიც მისი თქმით ამ ეტაპზე პასუხგაუცემელია:
"პირველი, როგორ გავათავისუფლოთ საქართველო კრემლის მხარდამჭერი "ოცნებისგან" და მეორე რა ვაკეთოთ ამის შემდეგ?”
მისი თქმით, ეს ორი საკითხი მისთვის, ერთმანეთის შემადგენელი ნაწილია და მას ერთიანობაში ვხედავ.
ახვლედიანმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვაც შეაფასა და მას “ნაკლული” უწოდა:
ერთი მეორეს გარეშე ვერ წარმომიდგენია, ვერ იმუშავებს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ გუშინ მე-5 პრეზიდენტის სიტყვა იყო ნაკლული იმიტომ, რომ ეს მთავარი მე იქ ვერ მოვისმინე და ვერ მოისმინა ვერც ბევრმა სხვამ და ასევე სხვა განცხადებებსაც ეს აკლია.
რაც შეეხება პირველს, მოდით რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ, როგორ ვამარცხებთ - როცა ამას ვამბობთ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ დღემდე რომ რაღაც არ გამოგვდის და ფაქტია მაინც, რომ არ გამოგვდის სათანადოდ - რა არის ამის მიზეზი? - მე თუ რაღაცა არ გამომდის, პირველ რიგში, უნდა ვკითხო თავს, რატომ მჭირს ეს. რაღაც მიზეზი ხომ შეიძლება ჩემშიც იყოს არა? მხოლოდ თქვენ ხომ არ ხართ დამნაშავე, სხვა ხომ არ შეიძლება ყოველთვის იყოს დამნაშავე. ის სხვა მოცემულობით პრობლემა არის, მაგრამ ჩემი ამოცანა, ჩემთვის ყოველთვის არის, რომ მეც გავერკვე საკუთარ თავში," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მისივე თქმით, "ლელოსა" და "გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტთან დაკავშირებით გაერთიანებამ შესაძლოა საზოგადოებაში მუხტი მაინც ვერ შექმნას, რადგან საჭიროა არა მექანიკური ერთობა არამედ ერთი მთავარი იდეის გარშემო გაერთიანება.
თქვენ წარმოიდგინეთ, მე ახლა ვსაუბრობ არა იმდენად იმას, რომ დარჩენილი ორი ოპოზიციური, თუ რამდენიცაა, პარტია ამას მიუერთდება თუ არა. რომც მიუერთდეს მე მაინც ვერ დავინახავ იმ ერთობას, რომელმაც შეიძლება მუხტი შექმნას საზოგადოებაში სათანადო. აქ უბრალოდ მექანიკური ერთობა კი არ გვაძლევს შედეგს, არა, არამედ მთავარი იდეის გარშემო ერთობა.
მთავარი იდეის გარშემო შეიძლება 3 პარტია გაერთიანდეს და ის იყოს ერთობა და იმან დადოს შესაბამისი შედეგი. არა რაოდენობა მექანიკური, არამედ შინაარსობრივად რა გვსურს და როგორ მივიდეთ აქამდე, ვისთან ერთად მივდივართ.
რა სურს ჩვენ საზოგადოებას ჩემი დაკვირვებით, რა უნდა მას? - მას უნდა დაინახოს, რომ ვინც რას სთავაზობს ოპოზიციიდან, იმსახურებს თუ არა ის სათანადო ნდობას," - განაცხადა მან.
მისი თქმით ნდობის პრობლემა, რომ არ იყოს საზოგადოების მხრიდან "ოცნების" რეჟიმი აქამდე ჩამოინგრეოდა.
პოლიტიკოსის განცხადებით, ივანიშვილის გეგმა საქართველოს დასავლური ვექტორიდან სრული ჩამოშორება და ყველა დემოკრატიული, სამართლიანი ინტიტუტის გაუქმებაა.
ივანიშვილის გეგმა ბევრისთვის ცნობილია და ახლა კი არ ხდება რეალურად ეს ცნობილი, არამედ მე წლებია ვსაუბრობ ამაზე, რომ ივანშვილი მიზანმიმართულად მიდის ერთი გზით, რომ საქართველოს სრული ჩამოშორება მოხდეს დასავლური ვექტორიდან, ეს უკვე მოხდა. მეორე, რომ საქართველოში გაუქმდეს ყველაფერი, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც დემოკრატიულობის, სამართლანი გარემოს განწყობა შექმნას.
ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, რუსეთზე ჩამოკიდება, კრემლზე ჩამოკიდება, რაც მიზნად ისახავს ორ რამეს: პირველი, რომ მან შეძლოს გავლენის შენარჩუნება და მოპარულის შენარჩუნება აგრეთვე, ნადავლის შენარჩუნება. მან და მისმა გუნდმა. ეს ამოცანა ჯერ-ჯეროვით ივანიშვილმა შეასრულა, უნდა ვთქვა," - განაცხადა ახვლედიანმა.