იუსტიციის უმაღლესმა საბჭო დადგენილება გამოსცა

01.07.25 00:04
იუსტიციის უმაღლესმა საბჭო დადგენილება გამოსცა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, დღეს გამართული სხდომის შემდეგ დადგენილება გამოსცა, რომლითაც მანდატურთა სამსახურებს სასამართლოში ფოტო, კინო - ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიო ჩაწერის აკრძალვის სათანადო აღსრულება დაევალათ. 

მუხლი 1: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს საერთო სასამართლოების მანდატურთა სამსახურებს - უზრუნველყონ აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებული აკრძალვების (სასამართლოში ( სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო - ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიო ჩაწერის აკრძალვა) სათანადო აღსრულება.

მუხლი 2: დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე" - წერია დადგენილებაში. 

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს ძალაში შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. სასამართლო სხდომების გადაღების უფლება აქვს სასამართლოს ან უფლებამოსილ პირს.

ცვლილების მიხედვით, ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის სხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს.

დღეს შეზღუდვა ამოქმედდა და მედიის წარმომადგენლებს კამერებით სასამართლოში შესვა აეკრძალათ, თუმცა ამ დრომდე ბუნდოვანია, ვინ, როდის ან რა ფორმით გასცემს ნებართვებს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო პროცესების გადაღების შესახებ.

ჟურნალისტები დღეს არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაუშვეს. 

მსგავსი სიახლეები