"პოლიტიკური დევნა" - ექს მინისტრი ბოჭორიშვილის მიერ სამინისტროდან გათავისუფლებულ დიპლომატებს სოლიდარობას უცხადებს

01.07.25 10:42
"პოლიტიკური დევნა" - ექს მინისტრი ბოჭორიშვილის მიერ სამინისტროდან გათავისუფლებულ დიპლომატებს სოლიდარობას უცხადებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე, მაკა ბოჭორიშვილის პირობებში სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. 

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატებს სოლიდარობას უცხადებს.  მისი თქმით, იცის, რა რთულია მათთვის დიპლომატიურ სამსახურზე უარის თქმა, მაგრამ ექს მინისტრის განცხადებით, "უფრო რთული იქნებოდა შეგუება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან". 

მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების მიმართ, ვისაც მოუწიათ დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო. უმეტესობას ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ არიან ძალიან კვალიფიციური და პატრიოტი დიპლომატები. ვიცი, რა რთულია მათთვის დიპლომატიურ სამსახურზე უარის თქმა, მაგრამ უფრო რთული იქნებოდა შეგუება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან"- წერს ჯანელიძე. 

ცნობილია, რომ დიპლომატიურ უწყებას მრავალწლიანი სტაჟის მქონე დიპლომატებს ატოვებინებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან უშვებენ მათ,  ვინც საჯაროდ დაადასტურა  ერთგულება  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ და შესაბამის პეტიციაზე ხელი მოაწერა. 

დიპლომატები  დარწმუნებულები არიან,  რომ მთელი ეს პროცესი დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზებას ისახავს მიზნად. 

პაპუნა ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს  2015-2018 წლებში იკავებდა, იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი 2017-2018 წლებში.

მსგავსი სიახლეები