ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სასამართლომ ნიკა გვარამია 8 თვით ციხეში გაუშვა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ჯვებე დაჭყებიამ გამოიტანა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებიან. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ოპოზიციონერი ლიდერი რუსთავის ციხეშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, ამავე საქმეზე 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას.
ასევე, წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს და პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს.