მურუსიძე "პირველების" კამერას გაექცა (ვიდეო)
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე არ პასუხობს "პირველების" კითხვებს რატომ ჩაიკეტა სასამართლოს კარი ჟურნალისტებისთვის.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დუმილის შემდეგ "ტვ პირველმა" ლევან მურუსიძესთან ძეგვში, მის საკუთარ სახლში მიაგნო, თუმცა მოსამართლემ ნანუკა ქაჯაიას არცერთ კითხვას არ უპასუხა.
- ცნობისთვის, 27 ივნისს ძალაში შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. სასამართლო სხდომების გადაღების უფლება აქვს სასამართლოს ან უფლებამოსილ პირს.
- ცვლილების მიხედვით, ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის სხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს.
- გუშინ შეზღუდვა ამოქმედდა და მედიის წარმომადგენლებს კამერებით სასამართლოში შესვა აეკრძალათ, თუმცა ამ დრომდე ბუნდოვანია, ვინ, როდის ან რა ფორმით გასცემს ნებართვებს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო პროცესების გადაღების შესახებ.