"მე სააკაშვილის მხარდამჭერი ვიყავი" - კალაძე არ პასუხობს კითხვას მიესალმებოდა თუ არა, წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს ჩაკეტვას

01.07.25 11:47
"მე სააკაშვილის მხარდამჭერი ვიყავი" - კალაძე არ პასუხობს კითხვას მიესალმებოდა თუ არა, წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს ჩაკეტვას

 

 

კახა კალაძე შეკითხვას მიესალმებოდა თუ არა, წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს ჩაკეტვა, არ პასუხობს. 

თბილისის მერმა დღეს აღიარა, რომ წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო, და მოსწონდა ის პოლიტიკა, რომელიც მესამე პრეზიდენტმა მმართველობის საწყისში დაიწყო, თუმცა არაფერი უთქვამს იმ პრაქტიკაზე, რომელიც სასამართლო პროცესების გადაღების აკრძალვას გულისხმობს და რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მმართველობის 13-ე წლისთავზე გააცოცხლა. 

ის აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ყველა რეფორმას და საკანონმდებლო ცვლილებას ევროპულ და დასავლურ კანონმდებლობათან დასაახლოებლად ატარებს. 

ჩვენ ხომ ვდგვთ ნაბიჯებს ევროპისკენ, შსაბამისად ყველა რეფორმა, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ხორციელდება მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი კანონმდებლობა დავაახლოვოთ ევროპულ და დასავლურ კანონმდებლობას, ძალიან მარტივია.

როგორც არის ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში, იგივე იქნება ჩვენთანაც. ინფორმაციის მიღება დღეს შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ალტერნატიული წყაროებიდან, უამრავი შესაძლებლობა არსებობს ამისი.

თუ გაინტერესებთ მე სააკაშვილის მხარდამჭერი ვიყავი, რა თქმა უნდა ვიყავი, მე მივესალმებოდი იმ პოლიტიკას, რომელიც მან დაიწყო და წამოიწყო, თუმცა ვიყავი პირველი და ერთ-ერთი, ვინც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რაც არ მომწონდა," - განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, 2 დღეა რაც სასამართლო მედიისთვის დაიხურა - 27 ივნისს ძალაში შევიდა "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება", რომლის მიხედვითაც, სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. 

  • ცვლილების მიხედვით, ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის სხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს.

გუშინ შეზღუდვა ამოქმედდა და მედიის წარმომადგენლებს კამერებით სასამართლოში შესვა აეკრძალათ, თუმცა ამ დრომდე ბუნდოვანია, ვინ, როდის ან რა ფორმით გასცემს ნებართვებს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო პროცესების გადაღების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ  სასამართლოში (შენობასა და ეზოში) ნებისმიერი სახის ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა დაუშვებლად 2007 წლის ივლისს გამოცხადდა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს უფლებამოსილი პირი.

სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დასაშვები იყო  სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. 

კანონმდებლობა 2012 წლის ივნისში კიდევ უფრო გამკაცრდა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალა სასამართლოს შენობაში ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანაც. 

მაშინდელმა ოპოზიციამ ცვლილებების პროექტი „ცენზურის დაწესების მცდელობად“ შეაფასა. ცვლილებებს აკრიტიკებდა მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც, რომელიც ახლა "ხალხის ზალას" წარმოადგენს. 

მსგავსი სიახლეები