კალაძემ თქვა, რომ მედია "პოლიციელებს მიკროფონს თავში ურტყამს" - მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა
კახა კალაძის განცხადებით, "მედია პოლიციელებს მიკროფონს ურტყამს", თუმცა მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
განცხადება თბილისის მერმა "ტვ პირველთან" მედიისთვის სასამართლოს დახურვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა:
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რაც ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში, თქვენ მოგწონდათ ის რაც ხდებოდა სასამართლოს დარბაზებში?.. არ მომწონს, როგორ შეიძლება მოგწონდეს ადამიანი [ციხეში], მაგრამ როდესაც შენ მიკროფონს ურტყამ თავში პოლიციელს, ქვას ესვრი, ცოცხლად წვავ ადამიანს, ამის მცდელობა გაქვს... თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, კანონმა უნდა იარსებოს თუ არ უნდა იარსებოს," - განაცხადა კალაძემ.