"შატალოზე იყვნენ და ვრიცხავთ" - "ოცნება" გახარიას გუნდზე
"ოცნების" პარლამენტი გახარიას გუნდის წევრებისთვის მანდატების გასაუქმებლად ემზადება. როგორც გიორგი ჩაკვეტაძე "პირვლებთან" აცხადებს, რომ პარტია "საქართველოსთვის" წევრები "შატალოზე იყვნენ" - "ამიტომ ვრიცხავთ".
ეს ხალხი იყო შატალოზე და ახლა დადგა დრო, რომ გავრიცხოთ. შესაბამისად, შეგიძლიათ ივარაუდოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებ მე პირადად. შატალოზე იყვნენ და ვრიცხავთ. ისინი უპასუხისმგებლოდ ექცეოდნენ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ მანდატების გაუქმების საკითხი ყოფილი პრემიერის გუნდისთვის სხვა "პოლიტიკური ინსინუაციებს" (საუბარია გახარიას შესაძლო დაკავებაზე) არ უკავშირდება.
არ ესწრები, ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად დგება შენი მანდატების გაუქმების საკითხი. ამიტომ აქ სხვა რაღაცა პოლიტიკური ინსინუაციები არ დგება დღის წესრიგში",- ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, გახარიას გუნდის წევრებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითზე ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
მანდატის გაუქმების შემდეგ გახარიას დეპუტატის იმუნიტეტი ვეღარ დაიცავს.
- ცნობისთვის, "ოცნებას" ყოფილი პრემიერთან, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს. არ არის გამირიცხული ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმეც აღიძრას.
ცნობისთის, წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას დათანხმდა 2 ივლისს, სხდომას დისტაციურად ჩაერთოს და ჩორჩანას საქმეზე ჩვენებას მისცეს. ამასთან, არსებობს ერთი დათქმა: პოლიტიკოსმა "სიგნალი" არ უნდა გათიშოს.