გრიგოლ გეგელია: საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ბართლომეს ღამე
"ძლიერი საქართველსო" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ "სამინისტროში ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ ბართლომეს ღამე მიმდინარეობს".
მისი თქმით, ქართველი დიპლომატების მიერ 35 წლის განმავლობაში უმძიმეს ისტორიულ სიტუაციებში ნაშენები ინსტიტუტი, მაკა ბოჭორიშვილმა რამდენიმე თვეში გაანადგურა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ბართლომეს ღამე ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ. ევროპული კურსის ერთგულების გამო, გათავისუფლებულია ათობით ადამიანი და იგეგმება კიდევ ათეულობით მათგანის გათავისუფლება.
ქართველი დიპლომატების თაობების მიერ 35 წლის განმავლობაში უმძიმეს ისტორიულ სიტუაციებში ნაშენები ინსტიტუტი, მაკა ბოჭორიშვილმა რამდენიმე თვეში გაანადგურა.
ზუსტად ორი თვის წინ, 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას შევატყობინე, რომ "ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, აპირებდა მოეწყო მასობრივი პოლიტიკური წმენდა საგარეო საქმეთა სამინსიტროში. იმავე დღეს, 1 მაისს, ჩემს განცხადებას გამოეხმაურა ჯერ საგარეო საქმეთა სამინსიტრო, შემდეგ კი თვითონ ბოჭორიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ აპირებდა არავის გათავისუფლებას; ეს იყო ისეთივე სამარცხვინო ტყუილი, როგორი სამარცხვინო და ანტი-ქართულიც ე. წ. "ქართული ოცნებაა". დღეს, ორი თვის თავზე, უკვე გათავისუფლებულია ათობით პატრიოტი ადამიანი, ვინც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს!" - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პოლიტიკოსის თქმით, ეს არის პირდაპირი და ღია თავდასხმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალზე.
პირველ რიგში, ეს არის ქართული საგარეო სამსახურის პროფესიონალი, პრო-დასავლელი პატრიოტებისგან დაცლის მცდელობა.
ამავე დროს, ეს არის პირდაპირი და ღია თავდასხმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალზე, რადგან თვითმარქვია მინისტრის დაუფარავი იერიში ხორციელდება სწორედ იმ ხალხზე, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში იდგა ევროპული კურსის ბედი.
ეს არის რუსული დავალება: საქართველოს სრული და საბოლოო დესუვერენიზაცია, რისთვისაც კრიტიკულად აუცილებელია, საქართველოს არ გააჩნდეს თავისუფალი და ძლიერი საგარეო უწყება, არ გააჩნდეს სუვერენული ხმა საერთაშორისო ასპარეზე, სამინისტროში არ მუშაობდნენ პატრიოტრი პროფესიონალები, არამედ ერთ დროს ძლიერი სამინისტროს მაგიერ დარჩეს უმნიშვნელო საკონსულო სექცია, რომლის მიზანიც დუმილი და ბიუროკრატიული ფორმების შევსებაა.
ამ ამოცანის შესრულებას არ ჭირდება, და მეტიც ხელს უშლის პრინციპული, პატრიოტი ადამიანების არსებობა საგარეო უწყებაში. ზუსტად ამიტომ, ბოჭორიშვილს დაევალა სამინისტროს დაცლა თავისუფალი, მცოდნე ადამიანებისგან.
ერთ-ერთი მათგანი, ანა, ამბობს რომ [ვციტირებ] “ეს მხოლოდ კადრების ცვლილება არ არის, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეჩერების ინსტიტუციური გაფორმება“.
კიდევ ერთი გათავისუფლებული მოხელე ამბობს, ქეთი, ამბობს რომ: „ავტორიტარიზმი ლაკმუსის ქაღალდივითაა. ის ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ღირებულებების, ქვეყნის ინტერესების ერთგულნი რჩებიან ნებისმიერ სიტუაციაში და ადამიანებს, რომლებიც სხვისი უბედურების და ქვეყნის ინტერესების დაზიანების ხარჯზე ითბობენ ხელს. ასეთი ადამიანები აუცილებლად ამახსოვრდება ისტორიასაც.“
დიახ, ნამდვილად. ჩვენ გვახსოვს ყველა ელჩის და დიპლომატის დუმილი ამ უმძიმეს, შავბნელ დროს. ამავე დროს გვახსოვს სინათლე, რომელსაც კეთილსინდისიერი პატრიოტები ასხივებენ. მსურს თითოეულ მათგანს ვუთხრა მადლობა სამშობლოს მსახურებისთვის, გავუწოდო თანამშრომლობის ხელი და აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს სწორედ მათნაირი პროფესიონალები ჭირდება.
რეჟიმის ცვლილებისთანავე, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ყველა პირი იქნება აღდგენილი და თითოეულ მათგანს ექნება საშუალება ფასდაუდებელი როლი შეასრულოს ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში.
რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ბრძოლა იქნება ბოლომდე!" - განაცხადა მან.
ცნობილია, რომ დიპლომატიურ უწყებას მრავალწლიანი სტაჟის მქონე დიპლომატებს ატოვებინებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან უშვებენ მათ, ვინც საჯაროდ დაადასტურა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ და შესაბამის პეტიციაზე ხელი მოაწერა.