ხო არ გადავირიეთ ხალხო, საქართველოს ანექსია მიმდინარეობს - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)
"ხო არ გადავირიეთ ხალხო, საქართველოს ანექსია მიმდინარეობს ", - ამ სიტყვებით მიმართა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან თაკო ჩარკვიანმა შეკრებილ ხალხს. ჩარკვიანის თქმით, სახელმწიფო, რომლის შექმნაში დიდი წვლილი სააკაშვილს მიუძღვის, მიტაცებულია, ამიტომ აუცილებელია, ოპოზიციამ სააკაშვილი ციხიდან 30 ოქტომბრამდე გამოიყვანოს.
რეფერენდუმზე ლაპარაკი აღარ არის? გადალახეს 43% ? არ გაუყალბებიათ? ხო არ გადავირიეთ ხალხო, საქართველოს ანექსია მიმდინარეობს. სულ არ მაინტერესებს არცერთი პარტია, ჩემი პარტია ისე მივაგდე უკან არ მომიხედია. ვინმესთან შეფარება კი არ მჭირდება ჩემი დამოუკიდებელი მანდატი მაქვს, მე ვგულშემატკივრობ თქვენ დიდი პატრიოტიზმს. შეცდომა დაგვემართა.
გავაანალიზოთ, როგორ გამოგვყავს 30-მდე ის კაცი ციხიდან", - თქვა თაკო ჩარკვიამა.