მედიისთვის ჩაკეტილი სასამართლო - "ოცნება" აპირებს, შეზღუდვა აუდიოჩანაწერზეც გავრცელდეს

01.07.25 13:34
მედიისთვის ჩაკეტილი სასამართლო - "ოცნება" აპირებს, შეზღუდვა აუდიოჩანაწერზეც გავრცელდეს

"ქართულ ოცნებაში" აპირებენ, რომ სასამართლოს ეზოში, შენობასა და სხდომის დარბაზში ფოტო და ვიდეოგადაღების რეგულირებას აუდიოჩანაწერის რეგულირებაც დაემატოს.

არჩილ გოგუაძის თქმით, წინა კვირას მიღებული ცვლილების ტექსტში "ეს უბრალოდ გამორჩენილია" და ახლა სწორდება.

რაც შეეხება მე-13 პრიმა მუხლის მეორე პუნქტს, სადაც ახალი რეგულაციებია როგორც ეზოში, ასევე სხდომის დარბაზში და შენობაში ვიდეოგადაღებებთან დაკავშირებით, აქაც მისათითებელია აუდიოჩანაწერი და შესაბამისად აუდიოჩანაწერიც იქნება შესაბამისად დარეგულირებული და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლება იუსტიციის საბჭოს ყოველ კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით. ლოგიკურიცაა, თუ ვიდეო-ფოტოგადაღებასთან რეგულაციაა, აუდიოსთან დაკავშირებითაც უნდა იყოს. ეს უბრალოდ გამორჩენილია ტექსტში და ამის დაზუსტება ხდება," - განაცხადა გორდულაძემ საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების წარდგენისას. 

ცნობისთვის, 2 დღეა რაც სასამართლო მედიისთვის დაიხურა - 27 ივნისს ძალაში შევიდა "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება", რომლის მიხედვითაც, სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. 

  • ცვლილების მიხედვით, ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის სხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს.

გუშინ შეზღუდვა ამოქმედდა და მედიის წარმომადგენლებს კამერებით სასამართლოში შესვა აეკრძალათ, თუმცა ამ დრომდე ბუნდოვანია, ვინ, როდის ან რა ფორმით გასცემს ნებართვებს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო პროცესების გადაღების შესახებ.

მსგავსი სიახლეები