გურამ მაჭარაშვილი სქროლების რეგულაციას ითხოვს

01.07.25 14:04
გურამ მაჭარაშვილი სქროლების რეგულაციას ითხოვს

 

 

"ხალხის ძალის" ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი სქროლების რეგულაციას ითხოვს - განცხადება მან პარლამენტში გააკეთა. 

მისი თქმით, სქროლის მფლობელები ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, და ქვეითად მოსიარულეებს საფრთხეს უქმნიან. 

წინა მოწვევაშიც ერთგვარი წინადადება მქონდა და ახლაც მინდა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის თხოვნა გავაჟღერო: როდესაც საუბარია ე.წ. სქროლებზე, როდესაც ადამიანები დადიან, ქუჩაში მოძრაობენ, არის აბსოლუტურად უკონტროლო, სიჩქარეც საკმაოდ მაღალი აქვს, არ ექვემდებარება არანაირ რეგულაციას, დადის ტროტუარზე, დადის ავტოსატრანსპორტო საშუალების გზაზე, სადაც უნდა, კიდევ ვიმეორებ ეს არ არის 5 და 10 კმ/სთ, ადის არ ვიცი, 30-40კმ/სთ-ზეც.

ხშირად, ასევე, მე პირადად შევხვედერივარ შემთხვევას, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა ეს სქროლი, იყო რაღაცა შემთხვევები უბედური მათ შორის და ა.შ. 

ხომ არ ვიზრუნოთ ამ მიმართულებით შესაბამის უწყებასთან ერთად რა თქმა უნდა, კონსულტაციების საფუძველზე. იმიტომ, რომ მომრავლდა ვიმეორებ და ძალიან ბევრ ადამიანს ეს აწუხებს. ... ან რაღაც დონის სიჩქარის მაინც იყოს მაქსიმალური ზღვარი, ან რაღაც რეგულაციებში რომ ჩაჯდეს..." - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები