რაც არ უნდა ეცადონ, მე და მიშას შორის შუღლს ვერ ჩამოაგდებენ - მელია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ გეგმებზე პარტიის სახელით თავად გააკეთებს.
რასაც არ უნდა ცდილობდნენ, რომ შუღლი ჩამოაგდონ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის, არ გამოუვიდათ არასოდეს და არც არასოდეს გამოუვათ. პირიქით, ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი ციხეშია, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. ეს არის ჩემი ადამიანური და პირველ რიგში მეგობრული ვალდებულება და ასე არის ასიათასობით საქართველოს მოქალაქე და ნურავინ ნუ ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე მეტად მხარდამჭერები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.