"საქართველოს მთავრობა პუტინს საჯდომზე კოცნის" - იგორ კუროპტევი

01.07.25 17:09
"საქართველოს მთავრობა პუტინს საჯდომზე კოცნის" - იგორ კუროპტევი

ალიევმა და ფაშინიანმა პუტინს საჯდომი აუწითლეს, საქართველოს მთავრობა კი პუტინს საჯდომზე კოცნის - ამის შესახებ "პირელებთან" ფონდ "თავისუფალი რუსეთის" დირექტორმა, იგორ კუროპტევმა განაცხადა, რითაც აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "სპუტნიკის" დახურვას გამოეხმაურა, სადაც გუშინ "ფსევდო ჟურნალისტები" დააკავეს, რომლებიც რეალურად რუსული "ეფ ეს ბეს" აგენტები აღმოჩდნენ.

სააგენტო "სპუტკინი" დაუბრკოლებლად მუშაობს თბილისში და კუროპტევის შეფასებით, რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღია.

კუროპტევი პირდაპირ ამბობს, რომ მაშინ, როცა აზერბაიჯანი და სომხეთი დამოუკიდებლად აძევებს კრემლს ქვეყნიდან, აძევებს რუს აგენტებს და ჯაშუშებს, საქართველოში საპირისპიროდ ხდება.

ერთადერთი, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, არის ის, რომ ემუქრებიან ქართულ ოპოზიციას, აწამებენ და კრძალავენ - აცხადებს კუროპტევი. 

აზერბაიჯანის მთავრობამ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა, რომ სპუტნიკი, როგორც რუსული პროპაგანდის ნაწილი, არა მხოლოდ რუსულ დეზინფორმციას ავრცელებს აზერბაიჯანელების და ქართველების შესახებ, არამედ მათ ჰყავთ რუსი ჯაშუშები, რომლებიც სპუტნიკის შენობაში მუშაობენ. ძალიან კომფორტულია მათთვის იქ მუშაობა და თავს ჟურნალისტებად აჩვენებენ. ამის შესახებ მთავრობამ იცოდა, თუმცა არ ეხებოდნენ, რადგან ეს კრემლთან ახალ პრობლემებს წარმოქმნიდა. მაგრამ, მას შემდეგ რაც რუსულმა სპეცსამსახურებმა რუსულ ქალაქებში აბერბაიჯანის მოაქალაქეები დახოცეს და ძალადობრივად დააკავეს 50 აზერბაიჯანელი, ალიევმა გადაწყვიტა , რომ უკვე საკმარისია . მან აკრძალვაც კი მოხსნა აზერბაიჯანის ტელევიზიებში, რომ პუტინს ტერორისტი და ფაშისტი უწოდონ. სააგენტო სპუტნიკი კი რუსეთის გავლენის მთავარი გავრცელების წყაროა  მრავალ ქვეყანაში, ამიტომაც ის ევროკავშირის მასშტაბით და შეერთებულ შტატებში აკრძალეს. მაგრამ საქარათველოში ის ძალიან ეფექტურად აგრძელებს მუშაობას. რასაც ახლა სამხრეთ კავკასიაში ვხედავავთ არის შემდეგი. აზერბაიჯანი და სომხეთი დამოუკიდებლად აძევებენ კრემლს ქვეყნიდან რამდენადაც ეს შეუძლიათ, აძევებენ რუს აგენტებს და ჯაშუშებს , როცა საქართველოში საპირისპიროდ ხდება. ლიევმა და ფაშინიანმა პუტინს საჯდომი აუწითლეს, საქართველოს მთავრობა კი პუტინს საჯდომზე კოცნის. რეგიონში ყველა თავის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას იცავს, როცა საქართველოს მთავრობა საპირისპიროს აკეთებს. მათ გადაწყვიტეს, რომ კრემლის და პუტინის  იმდენად ეშინიათ, რომ ყველა რუს აგენტს, ჯაშუშს, ეფ ეს ბეს უშვებენ ქვეყანაში და აკეთებენ იმას რაც სურთ. მათ არათუ აკავებენ, მხარსაც უჭერენ.

ეს არის რეალობა, საქართველო მარტოა რეგიონში. აზერბაიჯანელი და სომეხი ექსპერტები და ოფიციალურ პირები, ვისაც ვესაუბრები, ამბობენ, რომ საქართველო კრემლის ერთადერთი და უკანასკნელი მხარდამჭერია რეგიონში. უფრო მეტად გაოცებული ვარ იმით, რომ სპუტნიკი საქართველოს მთავარი მედია საშუალება არაა. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ სპუტნიკი საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო გამხდარიყო. ქართულ ოცნებას მოსკოვი არ უყვარს უფრო მეტიც სძულს,  კრემლის ეშინიათ, მაგრამ, ფულის გაკეთებაც უნდათ. ასე, რომ საქმე არ ეხება სპუტნიკის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რუს ჯაშუშებს და საშიშ გავლენებს. 

საქარათველოს მთავრობამ საქართველოში მხოლოდ რუსი ოპოზიციონერები გამოავლინა და ქვეყნიდან გააძევა. რამდენიმე ქეისი გვქონდა, როცა პუტინის მოწინააღმდეგეებს აიძულებდნენ, რომ ქვეყნიდან წასულიყვნენ, იმის შიშით, რომ რუსეთში დაადეპორტებდნენ. ერთადერთი, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, არის ის, რომ ემუქრებიან ქართულ ოპოზიციას, აწამებენ და კრძალავენ და აძევებენ რუსულ ოპოზიციას. აზერბაიჯანი და სომხეთი რუს აგენტებს კრძალავენ, როცა საქართველო მათ მიესალმება, კრძალავს რუს ოპოზიციას და აკავებს ქართულ ოპოზიციას", - განაცხდა კურაპტევმა. 

აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო სააგენტო სპუტნიკი დახურეს. ბაქოში პოლიციამ რუსული პროპაგანდისტული მედია "Rossiya Segodnya"-ს ადგილობრივი ფილიალის "Sputnik Azerbaijan"-ის დირექტორი და კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა. 

ზერბაიჯანული მედიასაშუალებების ცნობით, ხელბორკილები იგორ კარტავიხსა და ევგენი ბელუსოვს დაადეს.