რატომ არ ებრძვის "ოცნება" რუს აგენტებს? - რას ამბობენ კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები
რატომ არ ებრძვის "ოცნება" რუს აგენტებს? - ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ აზერბაიჯანში "სპუტნიკი" დახურეს და "ფსევდო ჟურნალისტები" დააკავეს, რომლებიც რეალურად რუსული "ეფ ეს ბეს" აგენტები აღმოჩდნენ.
კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ რუსული საინფორმაციო საშუალებები სრულ თანხვედრაში არიან "ქართული ოცნების" საინფორმაციო პოლიტიკასთან, ამიტომაც ამ ფონზე, მისთვის წარმოუდგენელია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუს აგენტებს გამოავლენს და დააკავებს.
"სპუტნიკი", "რაშა თუდეი" ზუსტად იგივეს საუბრობს, რასაც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა - აცხადებს გოცირიძე.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რუსული საინფორმაციო საშუალებები "სპუტნიკი", "რაშა თუდეი" და ა.შ. დღესდეობით სრულ თანხვედრაში არიან "ქართული ოცნების" საინფორმაციო პოლიტიკასთან მინიმუმ, თუ საერთაშორისო ურთიერთობებზე და ქვეყნის ვექტორზე არ გავამახვილებთ ყურადღება, ამიტომ წარმოუდგენელია, დღევანდელმა ხელისუფლებამ დააკავოს რუსი აგენტები, ან "სპუტნიკის" თანამშრომლები, იმიტომ, რომ სრულ თანხვედრაშია ეს ორი პოლიტიკა ერთმანეთთან. "სპუტნიკი", "რაშა თუდეი" ზუსტად იგივეს საუბრობს, რასაც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ისინი საუბრობენ, რომ საფრთხე მოდის დასავლეთიდან, მტერი არის დასავლეთი, ომს აწარმოებს დასავლეთი აგენტურის გავლენით", - აცხადებს ანდრო გოცირიძე.
უცხო ქვეყნის ჯაშუშურ საქმიანოაბსთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილმაც:
ვინ გითხრათ თქვენ, რომ უცხო ქვეყნების ჯაშუშური საქმიანობებზე რეაგირება არ არის. ყველაფერი საჯარო კი არ ხდება, რასაც უსაფრთხოების სამსახური აკეთებს, პირიქით, როდესაც უწევს უსაფრთხოების სამსახურს საჯარო მოქმედება, ამ დროს არის უფრო მეტად საკითხი თუ რატომ ხდება რაღაცები საჯარო, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ზუსტად დახურულ რეჟიმში საუბრის დროს არის ხოლმე ამაზე ანგარიში და ეს არ ეხება მხოლოდ ერთ ქვეყანას, რამდენიმე ქვეყანას ეხება, ქვეყნების მავნე საქმიანობების შესახებ არის რეაგირებები და მთავარი საზომი არის შედეგები. შედეგი არის ის უსაფრთხო გარემო, რომელიც ქვეყნაში არის, რომ შესაბამისად მოქმედებენ უწყებები", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო სააგენტო სპუტნიკი დახურეს. ბაქოში პოლიციამ რუსული პროპაგანდისტული მედია "Rossiya Segodnya"-ს ადგილობრივი ფილიალის "Sputnik Azerbaijan"-ის დირექტორი და კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.
ზერბაიჯანული მედიასაშუალებების ცნობით, ხელბორკილები იგორ კარტავიხსა და ევგენი ბელუსოვს დაადეს.