ბრიტანეთის კიდევ ერთი გაფრთხილება ”ოცნებას" - ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საპროტესტო ნოტა გადასცეს

01.07.25 20:02
ბრიტანეთის კიდევ ერთი გაფრთხილება ”ოცნებას" - ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საპროტესტო ნოტა გადასცეს

ლონდონი, მეფე ჩარლზის ქუჩა, 30 ივნისი, დღის პირველი ნახევარი - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საპროტესტო ნოტის გადასაცემად დაიბარეს. ბრიტანეთი "ქართულ ოცნებას" კონკრეტულ დროს აძლევს, რომ პარტნიორებზე  ტყუილების გავრცელება შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლონდონი ქმედებაზე გადასვლას აანონსებს.

ამ განცხადების შესახებ ამ დრომდე საგარეო საქემთა სამინისტრო დუმს. არანაირი კომენტარი და არანაირი განმარტება არ მოგვისმენია. არადა, ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადება უმწვავეს გზავნილებს შეიცავს. ოფიციალურ ინფორმაციაში "ქართული ოცნება" საქართველოს მთავრობად არცერთხელ არაა მოხსენიებული.

"ქართული ოცნების" სახელით დღეს ბრიტანეთს ირაკლი ზარქუამ უპასუხა, რომელიც საქართველოში აკრედიტებულ ევროპელ დიპლომატებს ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა. 

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები