ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა - ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა
არჩევნებში მონაწილეობის მომხრეები პოზიციას არ იცვლიან. გიორგი გახარიას გუნდი ამბობს, რომ 8 ოპოზიციური პარტიის განაცხადი არც სიახლე ყოფილა და არც ბიძგის მომცემი. ყოფილი პრემიერის პარტია ადგილობრივი არჩევნებისთვის მაინც ემზადება. გახარიას თანაგუნდელები გვეუბნებიან, რომ "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციას ახლა ვეღარაფერი მიანიჭებს და მითუმეტეს, ვერც კალენდარული არჩევნები.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას პროტესტის ღალატად აღიქვამს "ნაციონალური მოძრაობა". ამ პარტიის პარტნიორები და "ცვლილებისთვის" კოალიციის წევრები გუშინ რუსთაველის გამზირზე ერთად დადგნენ და თქვეს, რომ ბოიკოტი არ გადაიხედება. ამ ბრიფინგზე მდგომთაგან ეს ამ დრომდეც მოგვისმენია, თუმცა ამჯერად განაცხადი ერთობლივი და საბოლოოა. სწორედ ამ განაცხადის საფუძველზე შეწყვიტეს შიმშილობა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ.
გახარიას გუნდის გარდა, მათთან ერთად არც "ლელოს" წევრები ყოფილან. "ძლიერ საქართველოში" ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუცხადებიათ, თუმცა ისინი მონაწილეობის მომხრეთა რიგებში დგანან. ფიქრობენ, რომ ბოიკოტი შეცდომაა და "ოცნების" დასამარცხებლად ბრძოლა ყველა ფრონტზეა საჭირო. თავად რას აპირებენ - რამდენიმე დღეში გვეტყვიან.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.