“ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადაცდომები მიუღებელია-ბენჟამინ ჰადადი

01.07.25 19:00
“ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადაცდომები მიუღებელია-ბენჟამინ ჰადადი

ქართული ოცნების ავტორიტარული გადაცდომები მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ პლატფორმა x-ზე წერს.

მისი თქმით, მან მონაწილეობა მიიღო პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო @SDoughtyMP-ის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადაცდომები მიუღებელია. დღეს მივიღე მონაწილეობა პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო @SDoughtyMP-ის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს-წერს ჰადადი.

მსგავსი სიახლეები