ჯარიმებიდან პატიმრობამდე - "ოცნება" აქტივისტებს ციხეში გაშვებით ემუქრება
გადაუხადელი ჯარიმების გამო "ქართული ოცნება" ურჩი მოქალაქეების ციხეში გაშვებას გეგმავს. კანონს ისევ ცვლიან. ამჯერად ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება ყველას, ვინც ერთხელ დაჯარიმდება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის გამო და ამ ჯრაიმას არ გადაიხდის. იგივე დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, მოსამართლეს ევალება სასჯელად პატიმრობა გამოიყენოს.
რუსთაველზე ხალხი 215 დღეა უწყვეტად ითხოვს ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრობის გათავისუფლებას. ამ აქციებში მონაწილეობის გამო ნიკა ნარსიას 15-მდე ჯარიმა აქვს მას შემოსავალი არ აქვს და არც ჯარიმებს იხდის. ახლა ეს წესი იცვლება, შემდეგ აქციაში მონაწილებისთვის ნარსიას აღარ დააჯარიმებენ და პირდაპირ პატიმრობას მიუსჯიან.
ელენე ხოშტარია და ლევან ხაბიეშვილი სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა. თუ ის ამ ჯარიმას არ გადაიხდის, სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" შემდეგი ლანძღვისთვის პატიმრობა შეეფარდება. იზოლატორში მოთავსება ემუქრება იმ აქტივისტებს, ვინც წყლევლისთვის დააჯარიმეს, განმეორებით წყევლა უკვე პატირობით დაისჯება.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.