მარიხუანის პლანტაციების იდეიდან ციხემდე - "ოცნება" კანონს ამკაცრებს

01.07.25 20:46
მარიხუანის პლანტაციების იდეიდან ციხემდე - "ოცნება" კანონს ამკაცრებს

"ქართული ოცნების" ახალი კანონით 6 წლამდე ციხე ემუქრება ყველას, ვისაც 5 გრამიდან 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა აღმოაჩნდება. ერთ დროს შემსუბუქებულ სასჯელს "ოცნება" თავიდან ამკაცრებს. მარიახუნას ფლობა შესაძლოა, 20 წლამდე პატიმრობითაც დაისაჯოს, თუ პირს განსაკუთრებით დიდი ოდენობას 750 გრამს აღმოუჩნენენ. კანონის გამკაცრების მხარდასაჭერად დღეს პარლამენტში კობახიძის კაბინეტის ჯანდაცვის მინისტრი მივიდა. 

"ქართული ოცნება" კანონებს ისე ცვლის, როგორც მის პოლიტიკურ მდგომარეობას აწყობს. ერთ დროს მარიხუანას ლეგალიზებაზე ბერა ივანიშვილიც მღეროდა და 2018 წელს მარიხუნას ლეგალიზებას ემხრობოდა. 

10 წლის წინ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საკონსტიტუციო სასამრთლომ მიიიღო გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის სასჯელის დაწესება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენისა და ფლობისთვის. "ქართული ოცნების" ცვლილებები კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ახლა მარიხუანას სხვა ჯიშები შემოვიდა, რომელიც უფრო საშიშია და კანონიც ამის გამო იცლვლება. 

წლების წინ ბიძინა ივანიშვიილი და "ქართული ოცნება" სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას პლანტაციების მოშენების იდეას უჭერდნენ მხარს. ამბობდნენ, რომ მცენარე კანაფის ბიზნესით ქვეყანა მილიარდობით შემოსავალს მიიღებდა. თუმცა, თუ "ოცნებას" დავუჯერებთ, მაშინ ივანიშვილი გლობალური ძალების თავს მოხვეული პოლიტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები