ხარკოვის ოლქზე რუსეთის მიერ დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

02.07.25 10:26
ხარკოვის ოლქზე რუსეთის მიერ დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

გასულ ღამეს რუსმაოკუპანტებმა დრონებით იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი — დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, შეტევა განხორციელდა ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით „გერან-2“. დარტყმის მთავარი სამიზნე კუპიანსკის რაიონი იყო, სადაც აგრარული საწარმოს ტერიტორია დაიბომბა. შედეგად, დაიწვა რამდენიმე საწყობი და სატრანსპორტო საშუალება.

სამიზნეში იყო ასევე ხარკოვის ნოვობავარის რაიონი. დაზიანდა ტექნიკური მომსახურების სადგური, ხოლო ხანძარი მიმდებარე საცხოვრებელ სახლებზეც გავრცელდა.

ადგილობრივი ხელისუფლება დაზიანებების მასშტაბებს ჯერ კიდევ აფასებს.

მსგავსი სიახლეები