63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე დაკრძალა ცოტა ხნის წინ, გაამწესეს გლდანში იმის გამო, რომ სააკაშვილს უმასპინძლა - ადვოკატი

04.10.21 17:56
63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე დაკრძალა ცოტა ხნის წინ, გაამწესეს გლდანში იმის გამო, რომ სააკაშვილს უმასპინძლა - ადვოკატი

63 წლის კაცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეუღლე დაკრძალა, მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გაამწესა გლდანის ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა - ამის შესახებ  ელგუჯა ცომაიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იგორ გიორგაძის და შოთა კვირაიას მემკვიდრეები საუბრობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მსგავსია ზვიად გამსახურდიას დევნის, ეს აღვირახსნილი სიბინძურე უნდა დასრულდეს"- თქვა ადვოკატმა.

მისი თქმით, ცომაიას არარსებული დანაშაულის გამო სჯიან.

ვინც დაკითხულია, ყველა არის პოლიციის თანამშრომელი, მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედო, ამაზეა საუბარი. თუ სიმრავლეზე ვიტყვით და ფურცლებით გავბერავთ საქმეს, სხვა საკითხია, მაგრამ შინაარსობრივად რა არის დანაშაული იმაში, რომ შეიფარო დევნილი პრეზიდენტი? დანაშაულის დაფარვა არის სისხლის სამართლის 375-ე მუხლი, დანაშაულის დაფარვის გარდა იქ არაფერი წერია, დამნაშავის დაფარვა დასჯადი არ არის, თუ გამოძიების ეტაპი არ არის.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორი კამპანია აქვთ გაჩაღებული, რომ საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით წარადგენენ ბრალდებებს და ასე შემდეგ, რაც უნდა ის წარადგინონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს საქმეები არის პოლიტიკური და საბოლოო ჯამში პოლიტიკურად წერტილი დაესმება“, - თქვა ბექა ბასილაიამ.

მსგავსი სიახლეები