რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

04.10.21 17:55
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, რომელიც დღეს რუსთავის მე 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 15 საათზე დაიწყო, 18 საათზე საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

,,აქციები" პერმანენტულად გაგრძელდება და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებით დასრულდება" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". აქ წარმოდგენილი იყვნენ ოპოზიციური სპექტრი, სამშობლოში ახლახანს დაბრუნებული ემიგრანტები და სააკაშვილის მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქეები.

მსგავსი სიახლეები