"ეკა გიგაური საშინლად იქცევა" - რატომ არ იძიებს კუპრაშვილი TI-ს მიწოდებულ სავარაუდო კორუფციულ საქმეებს
რატომ არ იძიებს კუპრაშვილი TI-ს მიწოდებულ სავარაუდო კორუფციულ საქმეებს? "პირველების" კითხვას ანტიორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი გადაჭრით ვერ პასუხობს. რაჟდენ კუპრაშვილი მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური "საშინლად იქცევა".
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი იქცევა საშინლად. ქალბატონი ეკა გიგაური როდესაც წლების განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ ის ევროპული მომსავლისთვის, ის ამ სამშობლოს სიყვარულით მოქმედებს, მან ყველაზე დიდი გაუმჭვირვალობა შესთავაზა მოქალაქეებს. ანტიკორუფციული ბიურო ყოვეწლიურად, ადრინდელი რეფორმის ფარგლებში, დაახლოებით, 700 თანამდებობის პირს უწევდა მონიტორინგს, ახლა უკვე 7 ათასივე თანამდებობის პირს ვუწევთ მონიტორინგს. ის საიტი, რომელიც გათიშული იყო ტექნიკური ხარვეზის გამო და ჩაირთო, თქვენ დღეს ნახულობთ, რომ შეცდომებზე აგებული რეფორმა, როცა თავის დროზე გააკეთა და ნაკარნახევი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არ ასებობდა პრევენციული მექანიზმი, რომ თანამდეობის პირი როცა წარმოადგენდა დეკლარაციას, გასწორებულიყო და სისწორის მიმართულებით შესწორებულიყო, ეს იყო სწორედ გამოყენებული გამჭვირვალობის მხრიდან და დღეს მათ მოუწევთ სხვაგვარი დასაბუთება კონკრეტულ კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით და სხვა სტანდარტზე გადართვა, - ამბობს კუპრაშვილი.
რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა. ამის შეხებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ პირების მიერ საბიუჯეტო წყაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012-2025 წლებში 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. TI აღნიშნავს, რომ არცერთი ეს შემთხვევა კუპრაშვილის უწყებამ არ გამოიკვლია და არც სათანადო რეაგირება მოუხდენია.