ადმინისტრაციული კოდექსი მკაცრდება — NGO-ები დაკავებების ახალ სერიას ელოდებიან

02.07.25 14:14
ადმინისტრაციული კოდექსი მკაცრდება — NGO-ები დაკავებების ახალ სერიას ელოდებიან

ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრების პარალელურად, მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ საზოგადოებამ დაკავებების მორიგი სერია იხილოს. დაანონსებული ცვილელებით "ოცნება" ციხეში გაშვებას უპირებს ყველას, ვინც აქციაზე დადგება, ვინც ჯარიმას არ გადაიხდის ან სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტს გამოაქვეყნებს. ცვლილება ეხება გასაჩივრების წესსაც.

არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამორიცხავენ, რომ "ოცნებამ" დაკავებების ახალი სერია დაიწყოს. მათი თქმით, "ოცნების" მიერ მიღებული კანონის მიზანს უწყვეტი პროტესტის ჩახშობა და რუსთაველის გამზირის "გასუფთავება" წარმოადგენს. 

გარდა ამისა, ის ცვლილებები, რომელსაც ივანიშვილის გუნდი დღის ბოლომდე სამივე მოსმენით დაამტკიცებს, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სისხლის სამართლებრივ სანქციებს უტოლდება. 

მმართველი ძალა ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს ყველა ის სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მოსაზრების თუ პროტესტის თავისუფლად გამოხატვა და ამას აკეთებს ძალიან რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებით და ქმნის ფორმალურ საფუძლებს იმისთვის, რომ შემდგომში ეს მოქალაქეების წინაარმდეგ გამოიყენოს და ამას აკეთებს ძალიან მკაცრი ადმინისტრაციული სანქიების გამოყენებით, რომლებიც თავისი არსით, ხანგძლივობითა და ინტენსივობით სწორედ სისხლის სამართლებრივ სანქციებს უტოდება, - ამბობს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი თამთა კახიძე კი ფიქრობს, რომ ამგვარო მასობრივი დაკავებებისთვის, რომელიც კანონის ამოქმედებას მოჰყვება, სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა ფიზიკურად არ ეყოფა. იურისტი ფიქრობს, რომ "ოცნება" საჩვენებლად რამდენიმე ადამიანის დაჭერით შემოიფარგლება.  

გამკაცრებაც არ არის. უფრო, შექმნეს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც არცერთ დემოკარტიულ სახელმწიფოში არ არის. 30 დღე და 40 დღე არის ძალიან დიდი ვადა. ამას სჭირდება ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა, რომელიც არ აქვთ. ვიცით, რომ არ აქვთ, იმიტომ, რომ ნოემბრის და დეკემბრის აქციების დროს როდესაც იჭერდნენ ადამიანებს, ფიზიკურად ადგილი არ ჰყოფნიდათ და რეგიონებშ უშვებდნენ. მერე იქც არ ჰყოფნიდათ ადგილი. გვინახავს ასევე იქვე გათვაისუფლებული ადამიანი, რომელიც პატრულმა გაათავისუფლა და ა.შ. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ადგილები არ ეყოფათ მასობრივი დაჭერებისთვის. ალბათ, საჩვენებლად რამდენიმეს დაიჭერენ, თუმცა მასობრივი აღსრულებისთვის არ ეყოფათ ინფრასტრუქტურა, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი თამთა კახიძე.

ამ წუთებში პარლამენტში, სესიაზე კენჭისყრის პროცესი იწყება, სადაც, აღნიშნულ კანონს, სავარაუდოდ, მეორე მოსმენით დაამტკიცებენ. დღის ბოლომდე იგეგმება, დაჩარქებული წესით სამივე კეჭისყრის გამართვაც, ათა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმეითაც დაამტკიცონ. 

"ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებები შეაქვს -კანონპროექტის მიხედვით, ყველას, ვინც უკანონოდ ჩათვლის და არ გადაიხდის პოლიციელის დაუმორჩილებლობის ან თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გამოწერილ ჯარიმას, ციხეში, მინიმუმ, 30 დღით გაუშვებენ.

"ოცნების" მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, გზის გადაკეტვის გამო შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განმეორებით გამოწერის შემთხვევაშიც, ყველაზე მკაცრი სანქცია - ციხე იქნება. 

მსგავსი სიახლეები