ეს არის ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი - გიორგი გახარიამ ადგილობრივი არჩევნები შეაფასა

04.10.21 18:41
ეს არის ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი - გიორგი გახარიამ ადგილობრივი არჩევნები შეაფასა

ეს არის ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი - ადგილობრივი არჩევნების დასრულებიდან 46 საათის შემდეგ პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.გიორგი გახარიას შეფასებით, 2 ოქტომბერი ამომრჩეველზე არნახული ზეწოლის, მოსყიდვის, დაშინების, კარუსელისა და პოლიტიკური მასკარადის ფონზე წარიმართა.

მოგესალმებით, მადლობა ნდობისთვის, თანადგომისთვის და ერთგულებისთვის და თავდადებისთვის. თავდადებისთვის იმიტომ, რომ ასეთი გაუგონარი წნეხის მიუხედავად ამომრჩევლები მოვიდნენ საარჩევნო უბნებთან და მისცეს ხმა ქვეყნის განახლებას და წინსვლას. 

როგორია ჩვენი შეფასება, რა მოხდა  2021 წლის არჩევნებზე? ბოლო 4 თვის განმავლობაში მმართველი პარტია სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებითაც, სისტემურად, თანმიმდევრულად, ღიად ამომრჩევლის დაშინების მიზნით ზეწოლას ახდენდა ჩვენს ამომრჩეველზე, ბევრი იყო ასეთი ფორმები, ზეწოლა, ოჯახის წევრების დაშინება, ბინძური ბრალდებები, პროპაგანდისტული ცილისწამება, ღია ბლოკი გარკვეულ ტელევიზიებზე, რომ თავის მართლების საშუალება წაერთმიათ. 

არჩევნების წინა დღეს კი ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი მასკარადი, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ სიმბოლურად 1 ოქტომბერს და არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე სააკაშვილის მიერ მოწყობილმა მასკარადმა მიზნად დაისახა, რა თქმა უნდა, ჩვენს ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა. 

ეს იყო წარსულის 2 პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო, შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ამომრჩეველი. 

ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რომელმა ერთპიროვნულმა მმართველმა დაგეგმა და ვინ იყო ავტორი, მაგრამ შედეგი არის ის, რაც არის. 

არჩევნების დღეს სისტემატური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას. არჩევნების დღეს სისტემატური ხასიათი ჰქონდა კარუსელებს, ამიტომაც ჩვენ არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც არასამართლიანს. საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება თავისუფალ გარემოში. ეს არის ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი - განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

გახარიას თქმით, ,,ამ მასკარადით ,,ოცნებამ" გააცოცხლა ფაქტიურად ,,ნაციონალური მოძრაობა". 

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებს ერთადერთი დადებიძთი შედეგი მოჰყვა. ეს არის ის ბერკეტი მათი პარტიის სახით, რითაც შესაძლებელია ქვეყანაში ორპარტიული მმართველობის დასრულება

მაგრამ ჩვენ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, ერთადერთი შედეგი არის ამ არჩევნებზე, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში რეალურად შეიქმნა ბერკეტი, რითაც შეგვიძლია, დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა. 

მადლობა ამომრჩეველს, ჩვენ თბილისსა და ყველა რეგიონში საკრებულოებში წარმოდგენილი ვიქნებით და ჩვენ თვითოეული მხარდამჭერის ხმის დაცვას ვაგრძელებთ. 

მინდა, ღია მხადაჭერა გამოვუცხადო ბესარიონ ბენდელიანს, რომელიც ცაგერის მერის მეორე ტურში გავიდა და ასევე ყველა ჩვენს კანდიდატს, ვინც მეორე ტურში გადავიდა.

ამ არჩევნების შემდეგ ვიმოქმედებთ პრინციპით, არ დავუშვათ ერთპარტიული მმარველობა. ამ 2 ვითომ დაბალანსებულ პოლიტიკურ ძალას აქვს მიდრეკილება ერთპარტიული მმართველობისკენ და ჩვენი მიზანია, მათ ამის საშუალება არ მივცეთ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მსგავსი სიახლეები