"კუპრაშვილი არასამთავრობოებს გვერჩის" - სანდრო ქევხიშვილი "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს

02.07.25 16:00
"კუპრაშვილი არასამთავრობოებს გვერჩის" - სანდრო ქევხიშვილი "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. საქმე ეხება გრანტების შესახებ კანონს, რომელიც, კუპაშვილის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალეობას ემსახურება.

TI-ს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ კუპრაშვილი მესამე სექტორს ერჩის. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც მესამე სექტორს აბსურდულ გამჭვირვალეობას სთხოვს, ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" სხვა ჩინოვნიკების დეკლარაციებით არც კი ინტერესდება.

ქევხიშვილის თქმით, მათმა ოგანიზაციამ, პრაქტიკულად, კუპრაშვილის უწყების საქმე გააკეთა, როდესაც კორუფციის ფაქტები აღმოაჩინა და პროკურატურას გადაუგზავნა, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არც ამ ფაქტებზე რეაგირებს. 

მრავალი ათეული გამოძიება ჩავატარეთ, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში იყო კორუფცია და ამაში ჩართულები იყვნენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები. ყველა ეს ადამიანი ავსებს დეკლარაციას და ყველა ეს დეკლარაცია გროვდება რაჟდენ კუპრაშვილთან. ის ვალდებულია, რომ ამ დეკლარაციების ნაწილი შეამოწმოს, აღმოაჩინოს იქ კორუფციის ნიშნები და შემდეგ ეს შემთხვევები გააგზავნოს პროკურატურაში. მე მაქვს მასთან კითხვა: რამდენი შემთხვევა აღმოაჩინა კორუფციული ნიშნების და რამდენი შემთხვევა გააგზავნა პროკურატურაში? ის ამას არ აკეთებს და ამ ფუნქციას ვითავსებთ ჩვენ - არასამთავრობო სექტორი და გამომძიებელი ჟურნალისტები. რაჟდენ კუპრაშვილი მადლობელი უნდა იყოს ევროკავშირის, იმიტომ, რომ მისი პოზიცია არსებობს იმიტომ, რომ ევროკავშირის მოთხოვნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო. ის ერჩის არასამთავრობო სექტორს, მას სთხოვს რაღაც არარსებულ და გაუგონარ გამჭვირვალობას, იმ ინფორმაციას, რომელიც ისედაც საჯაროა და ამ დროს მის პარტიულ უფროსს, ბოსს, ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციას, რომელსაც კანონი ავალდებულებს, რომ მისი ქონება გაასაჯაროოს, ამას მალავს. და ბევრი შემთხვევაა, დეპუტატები, ყოფილი დეპუტატები, "ქართული ოცნების" მილიონერი წევრები და ჩვეულებრივი წევრებიც, რომელტა დეკლარაციაში არის მინუსი ანუ მათი შემოსავლები და მათი ხარჯები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელზეც ბევრი გამოძიება იყო, როგორ დააფინანსა მან ის ფრენები, სამთავრობო თვითმფრინავი და ა.შ. და ბოლო ორი წლის განმავლობაში რაჟდენ კუპაშვილს უნდა შეემოწმებინა ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია. მას ჰქონდა ეს ვალდებბულება და ჩვენ დღემდე არ ვიცი, რა შედეგით დასრულდა ეს - დააჯარიმა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ან გამოავლინა თუ არა კორუფციის ნიშნები, - ამბობს ანტიკორუფციული პროტგამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი.

რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 74 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული კორუფციული შემთხვევები გამოავლინა. ამის შეხებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ პირების მიერ საბიუჯეტო წყაროებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2012-2025 წლებში 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. TI აღნიშნავს, რომ არცერთი ეს შემთხვევა კუპრაშვილის უწყებამ არ გამოიკვლია და არც სათანადო რეაგირება მოუხდენია. 

მსგავსი სიახლეები