ღუდუშაური გახარიას: რა დღეში ხარ - რას ბლატაობ?!

02.07.25 16:39
ღუდუშაური გახარიას:  რა დღეში ხარ - რას ბლატაობ?!

რა დღეში ხარ - რას ბლატაობ?! - ასე მიმართა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომას ონლაინ ერთვება. 

ღუდუშაურმა თეა წულუკიანს სიტყვა მაშინ გააწყვეტინა, როცა ყოფილი პრემიერმა "ოცნების" განცხადებებს "ტყუილი" უწოდა და თქვა, რომ ქვეყნიდან კონკრეტული მისიით არის გასული და არ "გაქცეულა", რასაც ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს. 

„გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? მითხარი, რა. რა დღეში ხარ, გამაგებინე? რა იყო შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”, ხომ? ცოტა თავი გააკონტროლე. შენ ეტყობა „თუთაშხიას“ბევრს უყურებდი, გაპარვის ეპიზოდი რომაა, ხომ იცი - „რა საოცრად წავიდაო“. ჰოდა, გაეცი ახლა პასუხები კითხვებს. უყურებ ერთი ამას, “ბლატაობს” აქ...“- მიმართა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას.

განახლება: 

გიორგი გახარიასა და ალუდა ღუდუშაურს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შემდეგაც გაგრძელდა - "ოცნების: წევრმა ყოფილ პრემიერს შემდეგაც მოსთხოვა "სიტყვების გაკონტროლება", რაზეც მას გახარიამ უთხრა: დავალება მოგცეს? შენ "ხულიგანი" ხარ?

ამაზე ღუდუშაურმა ასე უპასუხა:

„ხულიგანი კი არა, სიტყვები გააკონტროლე. გიორგი, ვინმეში არ აგერიო. მომისმინე ახლა კარგად... ხომ იცი, ეს სიმწრის სიცილია...შენ ხომ იცი, იმ მულტფილმისა არ იყოს, სულ რომ ძალით ლომი გინდოდეს, ვეფხვი გინდოდეს, მაინც იგივე ხარ. ბიჭო არ ვარ! საზოგადოება იმასაც დაინახავს, რომ ორჯერ შეგნებულად ითავხედე და მოგვაყენე შეურაცხყოფა. კეთილი ინებე და მოისმინე - როდესაც შენ საუბრობ რომ აქ, ვიღაც ოკუპანტის საქმეს აკეთებს, იქ, სადაც მე ვზივარ ამას ვერ იტყვი, გამიგე?! შევთანხმდეთ, აქ იმისთვის არ ვართ მოსულები, რომ შენს რაღაც კომიკურ სიტუაციაში ყოფნას ვუყუროთ, აქ ვართ შემდეგი რამისთვის - კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული პასუხით და საქმიანად ვილაპარაკოთ. მესმის, რომ რთულია, შეგეშინდა, გაიქეცი, მოიტყუე, ამით ახლა შენგან ახალს ვერაფერს გაიგებს საზოგადოება, მაგრამ მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა საუბარი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კეთილი ინებეთ და დასერიოზულდით“, - განაცხადა ღუდუშაურმა. 

მსგავსი სიახლეები