Amnesty International-მა ძალადობაში მონაწილე პოლიციელთა დასჯის მოთხოვნით გლობალურ კამპანია დაიწყო

02.07.25 16:46
Amnesty International-მა ძალადობაში მონაწილე პოლიციელთა დასჯის მოთხოვნით გლობალურ კამპანია დაიწყო

მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობაში მონაწილე პირთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით Amnesty International-მა გლობალური კამპანია დაიწყო.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, პასუხისგებაში მისცეს პროევროპული აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები.

 Amnesty International-ის თანახმად, 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული,  მომიტინგეები გადაჭარბებული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, თუმცა ამ დრომდე, არ დასჯილა ძალადობაში მონაწილე არცერთი პოლიციელი

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აქციის მონაწილეთა დაშლის, ცემის, შევიწროებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის კანონის სელექციურად გამოყენების პრაქტიკა. საერთაშორისო მხარდაჭერა და ყურადღება გადამწყვეტია მშვიდობიანი პროტესტის უფლების დასაცავად და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაზრდელად”, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

განცხადების მიხედვით, კამპანია ძირითადად ყურადღებას დაუთმობს კონკრეტულ საქმეებს  მათ შორის გამოყოფილია საბა სხვიტარიძისა და მზია ამაღლობელის საქმეები. 

მსგავსი სიახლეები