წულუკიანი გახარიასგან აღიარებას ითხოვს

02.07.25 16:55
წულუკიანი გახარიასგან აღიარებას ითხოვს

თეა წულუკიანი გიორგი გახარიასგან პარლამენტის და საგამოძიებო კომისიის აღიარებას ითხოვს - "ოცნების" საგამოძიებო კომისიის სხდომაზე წულუკიანმა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს ჰკითხა - აღიარებს თუ არა პარლამენტის ლეგიტიმაციას?

ჩვენთვის მანდატების შეწყვეტას რომ კენჭი უყარეთ, თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ძალიან ცდებით - გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები, რატომ არ არიან ჩვენი დეპუტატები ამ კოსიმიაში და რატომ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, გადავდოთ და საქმეზე გადავიდეთ"- უთხრა გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს.

სანამ მხარეები ჩორჩანას საკითხზე ისაუბრებდნენ, კითხვები ექსპრემიერისა და მისი პარტიის წეევრებისთვის მანდატების შეწყვეტას შეეხებოდა. 

გახარიას შეფასებთ, „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის პრობლემის მთავარი ფაქტორი ისაა, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტია“.

ეს თქვენი გადაწყვეტილება და არავისი სხვისი, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტში ვიყოთ. სხვებივით ხომ არ გაგვიუქმებია ჩვენი მანდატები და სიები, ეს ჩვენი პოლიტიკური უფლებაა და ამას ვერც თქვენ, ვერც კომისია ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გაგვიუქმებთ. შესაბამისად, თქვენი გადასაწყვეტია. თქვენ აყენებთ თქვენს თავს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ხართ. ახლა აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ძალიან ცდებით. გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები, რატომ არ არიან ჩვენი დეპუტატები ამ კოსიმიაში და რატომ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას. გადავდოთ, საქმეზე გადავიდეთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სიახლეები