გახარია წულუკიანს აფრთხილებს: ძალიან "შეკრული" გუნდი გყავთ, ჩვენც გვაქვს ინფორმაციები

02.07.25 17:08
გახარია წულუკიანს აფრთხილებს: ძალიან "შეკრული" გუნდი გყავთ, ჩვენც გვაქვს ინფორმაციები

ექსპრემიერი გიორგი გახარია თეა წულუკიანის კომისიის წევრებს მიმართავს მიკროფონს არ გაუთიშავენ. როგორც მან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, კავშირის აღდგენას დაელოდება.

იმედია, არ გამაწყვეტინებთ სანამ პასუხს არ დავასრულებ და იმედია, მიკროფონს არ გათიშავთ. რაც შეეხება მიკროფონის და ჩართვის გათიშვას - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების პირობებში, მე ვზივარ აქ და ველოდები ამ კავშირის აღდგენას. ნებისმიერ ფორმატში რომ აქ რაღაც გაუგებრობები არ მოხდეს, იმიტომ, რომ ინფორმაციები ჩვენც გვაქვს. თქვენც მაგარი შეკრული გუნდი გყავთ და ჩვენც ბევრი ინფორმაციები მოგვდის და ამ ჩართვის ტექნიკური შეფერხებებით შეჩერების [მცდელობის შემთხვევაში], ჩვენ ვსხედვართ აქ და ველოდებით მის აღდგენას,“ - განაცხადა გახარიამ.

 „ტექნიკურ ნაწილში შეგეპასუხებით, ნუ გეშინიათ, დამშვიდდით, დაწყნარდით“ - თქვა წულუკიანმა ექსპრემიერის საპასუხოდ. 

 „პარანოიდალური ისინი არაა საჭირო. არავინ გაგთიშავთ, ხელს შეგიწყობთ პირიქით. პირადად აღვადგენ თუ სადმე გაწყდა კავშირი“ - თქვა ტენგიზ შარმანაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები