ბრიტანული სანქციები დაანონსებულია - რა ბედი ელის ივანიშვილის ქონებას

02.07.25 20:30
ბრიტანული სანქციები დაანონსებულია - რა ბედი ელის ივანიშვილის ქონებას

ევროპა მოქმედებაზე გადავიდა - ბრიტანული სანქციები უკვე დაანონსებულია, რაც ოპოზიიციის და ექსპერტების შეფასებით, ივანიშვილისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება.

"ოცნების" საპატიო თავმჯდომარე  და მისი ოჯახის წევრები გაერთიანებულ სამეფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ოფშორულ ზონებში არაერთ კომპანიას ფლობენ. ამას ემატება ქონება საფრანგეთშიც, რომელიც სავარაუდოდ ასევე მძიმე სანქციებისთვის ემზადება. ევროპული აქტივების გაყინვა კი ივანიშვილისთვის კოლოსალურ ფინანსურ დანაკარგებს ნიშნავს.

საქართველოს შესახებ ევროპის ლიდერი ქვეყნების საგანგებო შეხვედრის შემდეგ განცხადება ბრიტანეთის თემთა პალატის წევრმა გააკეთა. ჯეიმს მაკლირი ბრიტანეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის სასაწრაფოდ დასანქცირებას სთხოვს.

ივანიშვილი ქონების გარდა ფლობს რეგისტირებულ კომპანიას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ამ კომპანიით ის ფლობს ბიზნესს რუსეთშიც. და ეს ყველაფერი არ არის - ივანიშვილის "ქართუ ბანკი" საერთაშორისი გადარიუცხვებისთვის იყენებს საქართველოს ბანკის ანგარიშებს, საქართველო ბანკი კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი კომპანიაა და მისი მოვალეობაა დაუყონებლივ დაემორჩილოს ბრიტანულ სანქციებს, სწორედ ამიტომ ახლა ივანიშვილისთვის ბრიტანული სანქციები განსაკუთრებით მძიმე შედეგის მომტანი იქნება. 

დეტალები ნახეთ, ტათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები