"ქართული ოცნების" ახალი კაბალური კანონები - რა საფრთხეებზე საუბრობენ უფლებადამცველები
"ქართულმა ოცნებამ" საპროცესო კოდექსში "საბჭოთა ანონიმკები" დააბრუნა - ამ შეფასებას აკეთებენ ისურისტები სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც შეუძლებელი ხდება დადგენა, ვისი ჩვენების საფუძველზე უშვებენადამიანებს ციხეში მრავალწლიანი მუხლით. პროკურატურას შეუძლია ნარკოდანაშაულზე მომუშევე ოპერ მუშაკების ვინაობაც დამალოს, ანუ ადამიანი უვადო მუხლით ციხეში ისე გაუშვან, რომ მის საქმეზე პატაკის შემდეგნი პოლიციელის ვინაობაც არ გათქვან.
ოცნების პარლამენტმა საპროცესო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო - ორ დღეში სამი მოსმენით დაუჭირეს მხარი ფარულ და ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ვინაობის დაფარვის შესაძლებლობას. იურისტებს აქვთ ეჭვი, რომ ამ კანონის მიღებას კონკრეტული მიზანი აქვს, გაუხსნას გზა ნარკოტიკების ტოტალურ ჩადებებს, ისე რომ შემსრულების ვინაობა საჯარო არ გახდეს.
თუ აქამდე, პროკურატურის მოწმე გამომძიებელი სასამართლოზე ყვებოდა, რომ მას ბრალდებულზე, ოპერატიული ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა, ახლა სასამართლო ამ უცნობი ინფორამტორის ჩვენებასაც მოისმენს. ის პროცესს ელექტრონულად ჩაერთვება, არც თავს წარადგენს და არც სახეს გამოაჩენს, მაგრამ სახლმწიფო ბრალდებას მისი ჩვენებით საქმეში დამატებითი მტკიცებულება გაუჩნდება.
ოცნების პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსშიც. დღეიდან ციხეში გაუშვებენ ყველას ვინც აქციაზე ყოფნის გამო ან სოციალრურ ქსელში გამოქვეყნებული, კრიტიკული პოსტის გამო დაჯარიმდება. თუ მოქალქე ჯარიმას არ გადაიხდის, მეორედ მას უკვე აღარ დააჯარიმებენ და ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვებენ .
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.