კუპრაშვილის ბრალდებები ევროკავშირს და ანტიკორუფციული შეფის აღიარება

02.07.25 21:02
კუპრაშვილის ბრალდებები ევროკავშირს და ანტიკორუფციული შეფის აღიარება

"ანტიკორუფციული სამსახურის" შეფმა დღეს აღიარა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოვლენილ კორუფციულ საქმეებს მიზანმიმართულად არ იძიებს. რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვაენლი ეკა გიგაური „საშინლად იქცევა“, ამიტომ თაროზე შემოდო ყველა ის კორუფციული საქმე, რომელიც ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ კუპრაშვილის უწყებას გამოსაძიებლად გაუგზავნა. 

მას შემდეგ რაც რაჟდენ კუპრაშვილი კობახიძემ ანტოკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა, "გამჭვირვალობა საქართველომ" 74 სხვადასხვა მოქმედი და ყოფილი "ოცნების" ჩინოვნიკის სავარაუდო კორუფციის საქმეები კუპრაშვილის უწყებას გამოსაძიებლად გადასცა, თუმცა ამ დრომდე, არც ერთ საქმეზე გამოძიება არ დაუწყებულა. რატომ არ რეაგირებს ანტიკორუფციული ბიურო  - ამ ღია კითხვით გამჭვირვალობის ოფისმა კუპრაშვილს მიმათა და თან დაურთო ოცნების იმ ჩინოვნიკების სია, ვინც წლების განმავლობაში მილიონობით ლარს, სავარაუდოდ, სხვადასხვა კორუფციული გარიგებებით სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებდა.

დღეს მესამე სექტორთან ერთად კუპრაშვილის სამიზნე ევროკავშირიც იყო. ანტიკორუფციულის შეფი ამბობს, რომ დასავლეთი ქვეყანაში დესტაბილიზაციას აფინანსებს და შეფარულ საქმიანობას ეწევა.  ამიტომ საჭიროა იმ კანონის აღსრულება, რომელიც არასამთავრობოებს და უცხოურ დაფინასებას შეუზღუდავს. 

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები