დიპლომატიური სკანდალი გრძელდება - ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეხვდა
დიპლომატიური სკანდალი გრძელდება, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და დიპკორპუსის წარმომადგენლები საქართველოს საგარე საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ კარლ ჰარცელმა ტვიტერზე დაწერა.
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის განცხადება:
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საქართველსო პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულება ბ-ნ დავით ზალკალიანს.
შეხვედრაზე დიპლომატური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილი ფაქტებთან დაკავშირებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1061 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ, დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში.