"როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით, თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს" - დანიგანი "ოცნებას"
ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართული მიღება ამერიკის საელჩოში - ცოტა ხნის წინ სტუმრებს სიტყვით მიმართა რობინ დანიგანმა.
ელჩმა, რომელიც ქვეყანას თვის ბოლოს ტოვებს და ამით მისი დიპლომატიური მისია ამოიწურება, ღონისძიებაზე ისაუბრა თუ რა წვლილი აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოში დემოკრატიის განვითარარებისთვის.
მისი სიტყვის დიდი ნაწილი "ოცნებისადმი" მიმართვას ეძვნებოდა. ელჩმა სინდისის პატიმრებზე, დაკავებულ ოპოზიციონერ ლიდერზებზე და განსხვავებული აზრის დევნაზე ისაუბრა - "ისინი დემოკრატიის დაცვისთვის ფასს იხდიან".
ასევე სიტყვაში მან თქვა, თუ როგორ უზღუდავს ივანიშვილის ხელისუფლება თავისუფლებას მედიას.
"როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით, თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს" - განაცხადა რობინ დანიგანმა.
ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. და ასევე, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც "რადიკალებად" იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებებ განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან.
როგორც ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: "თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ის თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი".
ჩვენთვის, ვინც დემოკრატიის თავისუფლებებით ვსარგებლობთ, არასდროს უნდა მივიღოთ ის, როგორც თავისთავადი მოცემულობა. ყოველთვის გავწიოთ ძალისხმევა იმ თავისუფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ჯონ ფ. კენედის სიტყვებით: "თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე. ეს იყო ფასი გუშინ, არის დღეს და ასე იქნება მუდამ".
დასასრულს, მსურს შევეხო, იმას რაც დემოკრატიის სასიცოცხლო ძარღვია - ოპტიმიზმი .
მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქ, საქართველოში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებისა დავიცვათ იგი.
[...]
როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, მე და ჩემმა მეუღლემ, ჰარიმ, 33 წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ გადავწყვიტეთ კარიერის დასრულება და ამ თვის ბოლოს დავტოვებთ ამ საოცარ ქვეყანას.
იმ დღიდან, რაც საქართველოში ჩამოვედით, ქართველებმა გაგვიღეს თავიანთი გულები და სახლები, გვაგრძნობინეს , რომ ჩვენც ქართული ოჯახის ნაწილი ვართ. მადლობა – ყველას – მეგობრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები, და როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. და, არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლის რწმენას და მის მხარდაჭერას," - განაცხადა რობინ დანიგანმა.