დეკანოიძე: რაც ამაზრზენი შობა ივანიშვილმა და გააჩინა თავისი რუსული ფესვებით, დღეს ჩანდა ეს ყველაფერი კომისიაზე

02.07.25 23:15
დეკანოიძე: რაც ამაზრზენი შობა ივანიშვილმა და გააჩინა თავისი რუსული ფესვებით, დღეს ჩანდა ეს ყველაფერი კომისიაზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული კომისია "ყველაფერია, რაც ამაზრზენი შობა ივანიშვილმა და გააჩინა თავისი რუსული ფესვებით". 

დეკანოიძის განმარტებით, ის კომისიასთან თანამშრომლობას არამართებულად მიიჩნევს. 

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ივანიშვილი მთელი თავისი რეჟიმის წარმომადგენლებით არის თავიდან ბოლომდე რუსული გავლენის გამაძლიერებელი ადამიანი და ეს დადასტურა. ყველაფერი ის, რაც ამაზრზენი შობა ივანიშვილმა და გააჩინა თავისი რუსული ფესვებით დღეს ჩანდა ეს ყველაფერი კომისიაზე, ამ ე.წ. საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ კომისიაზე, ამიტომ ჩემთვის ეს ყველაფერი ახალი არ ყოფილა. 

მე ამ კომისიასთან თანამშრომლობას მივიჩნევ წარმოუდგენლად არამართებულად იმიტომ, რომ ეს არის არალეგიტიმური კომისია, არალეგიტიმური პარლამენტის. 

რა აჩვენა ამან [კომისიამ] ისეთი რაც ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, რაც არ ვიცოდით, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე რუსული გავლენების ქვეშ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პრო-რუსი ოლიგარქი, რომელიც სარგებლობს პრაქტიკულად განუსაზღვრელი ძალაუფლებით," - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარია წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიას დღეს ონლაინ ერთვებოდა. 

მსგავსი სიახლეები