გიორგი შაიშმელაშვილი: "ოცნება" ერთპარტიულ დიქტატურას ქმნის
უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარმა და "თავისუფლების მოედნის" წევრმა გიორგი შაიშმელაშვილმა თეა წულუკიანის ე.წ. კომისიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ამ კომისიით ერთპარტიულ დიქტატურას ქმნის.
მისივე თქმით, კომისიით "ოცნება" დომინანტურ პარტიულ სისტემაზე აგებულ ავტორიტარიზმს ქმნის.
კომისიის მუშაობის შედეგად "ოცნება" ქმნის ერთის მხრივ ერთპარტიულ დიქტატურას ქვეყნის შიგნით, ანუ ქმნის დომინანტურ პარტიულ სისტემაზე აგებულ ავტორიტარიზმს და მეორეს მხრივ საგარეო ასპარეზზე ის შეეცდება, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად რაღაცნაირად გაფორმდეს საქართველოს ნეიტრალიტეტი.
რას აკეთებს "ქართული ოცნება"? - ისინი ცვლიან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანს. საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი ჩამოყალიბდა წლების მანძილზე. არამხოლოდ ჩვენი ღირებულებითი არჩევანია ეს და რაღაცა ისტორიული გამოცდილების, ქრისტიანობის გამო, არამედ მათ შორის იმის გამოც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ჩვენ რუსეთისგან დისტანცირება დავიწყეთ..." - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.