მათი ღმერთიც, კონსტიტუციაც, სამართალიც, ყველაფერი არის დავალების მიმცემი პირი - ბესელია "ოცნებაზე"
"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ "ქართული ოცნების" გუნდზე განაცხადა, რომ ერთადერთი მათთვის "ღმერთიც, სამართალიც, ყველაფერი არის დავალების მიმცემი პირი".
არ ვიცი ლექსიკონში რომელი სიტყვა უნდა მიესადაგებოდეს ამ ქცევას რასაც ჩადის "ოცნების" გუნდი. უბრალოდ არ ესმით არაფერი, ერთადერთი ჩანს იღებენ ამ დავალებებს და დირექტივებს, მათი ღმერთიც, კონსტიტუციაც, სამართალიც, ყველაფერი არის დავალების მიმცემი პირი, სხვა არაფერი არ ესმით უკვე," - განაცხადა ბესელიამ.