საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - პავილიონისი
საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე წერს.
ჩვენ უნდა დავუდგეთ საქართველოს - ამბობს პავილიონისი.
„საქართველო ყოველთვის პირველი იყო, ვინც რუსეთის აგრესიას ეწინააღმდეგებოდა - ახლა კი ისინი პირველები განიცდიან პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას. ჩვენ უნდა დავუდგეთ საქართველოს!“ - წერს პავილიონისი.